კობა გვენეტაძე: გუშინ რაც ხდებოდა სავალუტო ბაზარზე, იყო აჟიოტაჟი

გუშინ რაც ხდებოდა სავალუტო ბაზარზე, ეს იყო აჟიოტაჟი შექმნილი მოლოდინებიდან, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კობა გვენეტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დოლარის კურსის ისტორიულ გაზრდაზე გარკვეული როლი გარე ფაქტორებმა შეასრულა.
„ვფიქრობ, რომ გუშინ რაც ხდებოდა სავალუტო ბაზარზე, ეს იყო გარკვეულწილად აჟიოტაჟი შექმნილი მოლოდინებიდან. მოლოდინებში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს და რთულია მათი გამოცალკევება. მოგეხსენებათ, რომ დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს მოხდა გაუფასურება ჩვენი მეზობელი ქვეყნებისა. ამ ყველაფერმა ერთად ითამაშა გარკვეული როლი. ბაზრებს სამწუხაროდ, ახასიათებთ ასეთი მოვლენა, რომელსაც ჰქვია „ოვერშუტინგი“ , ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა გარკვეულ პერიოდში და მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტალური ფაქტორები განაპირობებს. როგორც წესი, ამას მოჰყვება ხოლმე ისევ ძველ დონისკენ ჩამოსვლა“,-განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები