პროექტი ხელოვანთათვის „სამი სავარძელი” – მეხუთე შეხვედრა გაიმართება

7 დეკემბერს, 17:00 საათზე, საზოგადოებრივი პროექტის ხელოვანთათვის „სამი სავარძელი” ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ხელოვნების სამი სფერო და სამი შემოქმედი: გია ბუღაძის მხატვრობა, ქეთევან შენგელიას პოეზია, რუსუდან კვალიაშვილის შესრულებით კლასიკური მუსიკა „კვარტეტთან“ ერთად.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს საღამო პროექტის „სამი სავარძელი ხელოვანთათვის“ ეგიდით გამართული მე-5 შეხვედრა იქნება. ეს პროექტი გულისხმობს სამივე ხელოვნების სფეროს: მუსიკის, მწერლობის და მხატვრობის წარმომადგენელთა შემოქმედების წარდგენას თვეში ერთხელ, თითოეულ დათქმულ საღამოზე. სამ-სამი ადამიანი მონაწილეობს ყოველ შეხვედრაში. ეს სამეული მუდმივად იცვლება. გარდა ამისა, აქ გაერთიანებულნი არიან სამივე თაობის წარმომადგენლები. საღამოები ტარდება სხვადასხვა დარბაზში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები