ფოტოგრაფ ვიქტორ ლიაგუშკინის ლექცია გაიმართება

3 დეკემბერს, 13:00 საათზე, ფოტოგრაფიით დაინტერესებულთათვის, გაიმართება ვიქტორ ლიაგუშკინის საჯარო ლექცია. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ვიქტორი National Geographic-ისა და Nikon Ambassador-ის ფოტოგრაფია. ლექცია მოიცავს ფოტოგრაფიის ბევრ სხვადასხვა ასპექტს, თუმცა ძირითადი ხაზი შეეხება საკითხს: როგორ გადავიღოთ სათავგადასავლო ფოტოები ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად. ასევე, საუბარი იქნება National Geographic-ის ფოტოგრაფიულ მოთხოვნებზე.
ვიქტორი ცნობილია წყალქვეშა და გამოქვაბულების ფოტოებით და ათასზე მეტი პუბლიკაციისა თუ რეპორტაჟის ავტორია; იგი იბეჭდება მსოფლიოს წამყვან ჟურნალებში. ვიქტორი არის ავტორი წიგნებისა; “ორდის გამოქვაბული. შემეცნება” და “დელფინად ყოფნა”. მან უამრავი საერთაშორისო კონკურსი მოიგო და რუსეთის ეროვნული პრემიის – “წყალქვეშა სამყაროს” ლაურეატია. ვიქტორ ლიაგუშიკინის ნამუშევრებს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მასპინძლობს.
სამუშაო ენა: რუსული (თარგმანი არ იქნება უზრუნველყოფილი).
მისამართი: რუსთაველის 3, ეროვნული მუზეუმის შენობა, ზოოლოგების კორპუსი, მეოთხე სართული, National Geographic-ის ოფისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები