სტალინის კულტთან დაკავშირებით ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია გაიმართება

2 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ფურცელაძის ქ. 1) გაიმართება ოლივერ რაისნერის საჯარო ლექცია: „სტალინის კულტი – საქართველო – მუზეუმი. რამდენიმე შენიშვნა საბჭოთა წარსულის გააზრებისთვის“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კვლავ აქტუალურია აზრთა სხვადასხვაობა სტალინის მემკვიდრეობის გააზრებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე დისკუსიები ხშირად იწვევს პოლიტიკური და იდენტურობასთან დაკავშირებული საკითხების წამოწევას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ საკითხზე ნაკლებად არის დამკვიდრებული  საერთაშორისო კვლევების მიდგომები.
საჯარო ლექციების საშუალებით ბატონი ოლივერ რაისნერი გამოავლენს მნიშვნელოვან მიდგომებს, რათა მოხდეს კვლევასთან დაკავშირებული ხარვეზების იდენტიფიცირება. ის ასევე წარმოადგენს საკუთარ ხედვას, თუ რა როლი შეიძლება იტვირთონ მუზეუმებმა საკითხის საზოგადოებრივი გააზრების ხელშესაწყობად, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ოლივერ რაისნერი ჟან მონეს სახელობის ევროპისა და კავკასიის კვლევების ასოცირებული პროფესორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ევროპის კვლევების და კავკასიის კვლევების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ასწავლის. ასევე მუშაობს საქართველოს მუზეუმის მთავარ კურატორად გერმანიის მემკვიდრეობასა და საბჭოთა წარსულის საკითხებზე. იგი მუშაობდა პროექტის მენეჯერად ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში.
რაისნერის კვლევითი ინტერესებია: კავკასიის კვლევების ისტორია მე-18 საუკუნიდან დღემდე, საბჭოთა წარსულის მეხსიერება საქართველოსა და კავკასიაში, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები კავკასიაში და კონფლიქტების მოგვარება და ევროპიზაცია კავკასიაში. ოლივერ რაისნერი 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორია.
ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები