ჟურნალისტიკის როლი სოციალური თემების გაშუქებაში – საჯარო ლექცია გაიმართება

 2 დეკემბერს, 19:00 საათზე, ჟურნალისტიკის მიმართულების მოწვეული პროფესორი და რადიო “თავისუფლების“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი, მარინა ვაშაყმაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში საჯარო ლექციას ჩაატარებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ლექცია სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად გაიმართება, რომელიც უკვე მერვე დღეა სტუდენტებს აქვთ დაკავებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის მოთხოვნით.
დღეს ბევრს საუბრობენ ჟურნალისტიკის სოციალურ პასუხისმგებლობაზე. მასმედია, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებანი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოებაში, სულ უფრო მეტად იჭრება ცხოვრების ყველა სფეროში და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის ხასიათს. დღეს დავას აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ XXI საუკუნე ინფორმაციის საუკუნე იქნება და ინფორმაციული ზემოქმედების როლი საზოგადოებრივ ცნობიერებასა და ადამიანების ქცევაზე კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ახალ მოთხოვნებს უყენებს როგორც საინფორმაციო საშუალებების მუშაკებს, ისე მასობრივ-კომუნიკაციური პროცესების თეორიის სპეციალისტებსაც. სულ არ არის შემთხვევითი, რომ ახალი ინფორმაციული კონცეფციების, თეორიებისა თუ შეხედულებების წარმოშობა ყოველთვის თან სდევდა ახალ ეტაპებს მასობრივ-კომუნიკაციურ ურთიერთობათა ისტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები