მამუკა მდინარაძე: ვალუტის კურსთან დაკავშირებული პროცესი დროებითია

ვალუტის კურსთან დაკავშირებული პროცესი დროებითია, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძემ მოსახლეობას მოუწოდა, პანიკას არ აყვნენ.
„ამ დროის მდგომარეობით, ლარის კურსი დასტაბილურდა და ”ჩამოიწია. შესაბამისად, ეს იყო დროებითი რეაქცია და ჩვენ ამაში დავრწმუნდით. საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავთ, არ აყვნენ პანიკას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ და აქვე საპარლამენტო უმცირესობასაც მოუწოდა, ”ნუ შეუწყობენ ხელს პანიკას“, – განმარტა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები