ლარის კურსმა სავალუტო ჯიხურებში გამყარება დაიწყო

ეროვნული ბანკის განცხადების გავრცელების შემდეგ, ლარის კურსმა სავალუტო ჯიხურებში გაუფასურება შეწყვიტა. საათობრივი დაცემის შემდეგ, მცირე სტაბილიზაციის პირველი ეფექტი შეიმჩნევა ბლუმბერგზეც, თუმცა, ჯერ უმნიშვნელო. untitled-1
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობასა და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია.
“დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე, გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ – დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის შემდეგ. ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც, მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე.  ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს. შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას. ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით, მათვე დააზარალებს”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები