კოვზანაძე ლარის კურსზე: ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ და რეზულტატს მალე ვნახავთ

ირაკლი კოვზანაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ლარის კურსის დღევანდელი სწრაფი გაუფასურება არის სპონტანური, პანიკური, დროებითი რეაქცია და ძირითადად ემოციური გავლენით არის გამოწვეული.
ირაკლი კოვზანაძე იზიარებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით.
მისი თქმით, მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად, მუშაობს და ყველაფერს გააკეთებს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, კურსმა დაიწიოს.
კოვზანაძე მოსახლეობა მოუწოდებს, ნუ მოახდენენ თავიანთი რეზერვების სწრაფად გადახურდავებას.
„რამდენიმე საათიანი, დროებითი, სპონტანური რეაქციაა და მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ მოახდენენ თავიანთი რეზერვების სწრაფად გადახურდავებას, რადგან დანაკარგს ნახავენ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ეროვნული ბანკის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ მიაქციეთ ყურადღება, რომ ეროვნული ბანკიც ზუსტად იმავეს იმეორებს. ეს არ არის გამოწვეული არანაირი შიდა ფაქტორებით, ეს არის ემოციური, სპონტანური ფაქტორებით გამოწვეული. მინდა, ყურადღება გაამახვილოთ ეროვნული ბანკის ამ განცხადებაზე. ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ და რეზულტატს მალე ვნახავთ”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები