გალის რაიონში იარაღი და საბრძოლო მასალებია აღმოჩენილი
გალის რაიონის სოფელ ალაქუმხარაში იარაღი და საბრძოლო მასალებია აღმოჩენილი. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ რუსეთის საოკუპაციო ძალების პრესსამსახურში აცნობეს.
კერძოდ, აღმოჩენილია 150 ერთეული 5,45 და 7,62 მილიმეტრის ვაზნა და ავტომატის ორი მჭიდი.
იარაღი მიტოვებულ სახლში იყო შენახული.