ზვიად ძიძიგური ლარის კურსის დასტაბილურებას პროგნოზირებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ლარის კურსთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეროვნული ვალუტა მალე დასტაბილურდება.
როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა, დაზარალდა.
“ეს აჟიოტაჟი ძალიან მალე ჩაცხრება და დასტაბილურდება ლარი. მთავრობა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ღონისძიებებით წარსდგა პარლამენტის წინაშე და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას, რომ ლარის დასტაბილურებას შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, განგაშის საფუძველი არ გვაქვს და არც გვექნება მომავალში. შარშანაც იყო ასეთი აჟიოტაჟი და ვინც ლარი დოლარზე გადაახურდავა, დაზარალდა. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ აჟიოტაჟს არ აყვნენ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები