სასტუმრო “ბილტმორში” შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

“ვემხრობი შიდსის დამარცხებას” – ამ ლოზუნგით სასტუმრო “ბილტმორში” შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა.
2016 წლის 11 თვის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 6065 შემთხვევა.
კონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრის, ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
2016 წელს 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, 1201 გარდაიცვალა. მაღალეფექტიან აივ მკურნალობაზე ამჟამად 3550 პაციენტი იმყოფება. მათ შორის 401 აფხაზეთში.
კონფერენციაზე შიდსთან ბრძოლის სამომავლო სამოქმედო გეგმებზეც ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, 2016-2018 წლებში სახელმწიფი მნიშვნელოვანი თანხების მობილიზებას უზრუნველყოფს, რადგან გლობალური ფონდის დაფინანსება აღნიშნული პერიოდის შემდეგ შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები