სავალუტო რისკების დაზღვევისთვის მთავრობის გადადგმულ ნაბიჯს საბანკო სექტორის ნაწილი იწონებს

„ვითიბი ბანკის“ ფინანსური დირექტორი არჩილ კონცელიძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ინიციატივის ბოლომდე მიყვანა ერთგვარი გამარჯვება იქნება. ამასთან, ბანკირი ლარის სესხების გაძვირებას არ ელის.
„ბანკი ყოველთვის აფასებს რისკებს და შესაბამისად ხელმძღვანელობს, შესაბამისად ვალდებულება არ ნიშნავს რაიმე სახის დაძალებას. ლარის შემოსავლის მქონე მომხმარებელს ლარში სესხის აღებას ურჩევს, ასევე გალარების შეთავაზებას უკეთებს, მაგრამ თუ კლიენტი სავალუტოს ირჩევს დამატებით ზომებს არ მიმართავს. ბანკის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის სამომხმარებლო საცალო სესხების პორტფელის 98% ლარში აქვს დენომინირებული, იპოთეკური სესხების პორტფელი კი, მცირე აქვს“ – აცხადებს კონცელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები