დიმიტრი ქუმსიშვილი: ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ე.წ. ინტერნეტსესხები, პრაქტიკულად, აიკრძალება

“ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, ე.წ. ინტერნეტსესხები, პრაქტიკულად, აიკრძალება” , – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ე.წ. ინტერნეტსესხები პრაქტიკულად აიკრძალება, რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათ რეკლამის განთავსება ინტერნეტში არ აეკრძალებათ.
ის ბიზნესმოდელი, რომელიც დღეს მუშაობს, როდესაც საპროცენტო განაკვეთები არის უსაზღვროდ მაღალი და მასში გათვალისწინებულია ძალიან მაღალი ალბათობა გამსესხებლის მხრიდან სესხის დაკარგვის, იქნება შეზღუდული“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები