დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წლისთვის ხელისუფლება ეკონომიკის 4-პროცენტიან ზრდას გეგმავს
2017 წლისთვის ხელისუფლება ეკონომიკის 4-პროცენტიან ზრდას გეგმავს.ამის შესახენ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 30 ნოემბერს უკვე პარლამენტში იქნება.
„2017 წლის ბიუჯეტის დოკუმენტი ხვალ დილით უკვე საქართველოს პარლამენტში იქნება ხელმისაწვდომი. მომავალ წელს ჩვენ ვგეგმავთ 4%-იან ზრდას. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში შეადგენს 12 მილიარდ 600 მილიონს, რაც ერთი მილიარდი ლარით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა შეადგენს 11 მილიარდ 457 მილიონ ლარს, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილია რვა მილიარდ 820 მილიონ ლარზე. სხვა შემოსავლები დაგეგმილია 385 მილიონ ლარზე, გრანტები 284 მილიონ ლარზე. სახელმწიფო ბიუჯეტში არაფინანსური აქტივების კლება, პრივატიზება დაგეგმილია 90 მილიონ ლარზე, ხოლო ფინანსური აქტივების კლება დაგეგმილია 85 მილიონ ლარზე. ვალდებულების ზრდა დაგეგმილია მილიარდ 792 მილიონზე, საიდანაც საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით დაფინანსდება 400 მილიონი, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოყოფილი კრედიტებით მილიარდ 392 მილიონი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამში შეადგენს 11 მილიარდ 415 მილიონ ლარს“,-აღნიშნა ქუმსშვილმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, იზრდება რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება, რაც ერთმნიშვნელოვნად არის ასახვა იმ პრიორიტეტებისა, რაც გვაქვს.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტის იზრდება184 მილიონზე მეტი ლარით, ჯამში, შეადგენს მილიარდ 111 მილიონ ლარს. ჯანდაცვის ბიუჯეტი იზრდება 253 მილიონ ლარზე მეტით. ეკონომიკისა და.მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 275 მილიონ ლარზე მეტით.
ძალიან მნიშვნელოვანი თანხები არის ჩადებული ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტთან დაკავშირებით, მიწების გამოსყიდვის მიმართულებით. ასევე, ეს არის მთის ინფრასტრუქტურის განვითარება. შემდეგ წელს ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა და აღნიშნულიც არის ჩადებული ბიუჯეტში“,-განახცადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.