გიორგი კვირიკაშვილი: მოქალაქეები 2015 წლის იანვრამდე დოლარში აღებულ სესხებს ლარში გადაიტანენ
„მოქალაქეებს, რომლებსაც უძრავი ქონების უზრუნველყოფით სესხი დოლარში აქვთ აღებული, მის ლარში გადატანას შეძლებენ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
“მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შეიმუშავა ე.წ. ლარიზაციის გეგმა, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი გრძელვადიანი და საშუალოვადიანი ნაბიჯები. ამ გეგმის მიხედვით, როგორც ერთჯერადი სოციალური აქცია, მოხდება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ლარში გადატანა, არსებული კურსის მინუს 20 პუნქტის ოდენობით. ერთ კლიენტზე, ერთ ბანკში, ასი ათას ლარამდე ნარჩევი თანხის სუბსიდია გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში. მაგ, თუ კურსია 2, 5 იქნება, მოხდება ლარში კონვერტაცია კურსით 2,30. ამ სესხებზე გაუქმდება წინასწარ დაფარვის საკომისიოც. ბანკები ვალდებული იქნებიან, გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში, შეტყობინება გაუგზავნონ ყველა კლიენტს, ვისაც ეს გადაწყვეტილება პოტენციურად შეეხება, რაც საგრძნობლად შეამცირებს ზეწოლას ლარის კურსზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.