საუდის არაბეთში თოვლი მოვიდა (ვიდეო)
საუდის არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილში უჩვეულო ყინვებია. აქ ტემპერატურამ ბოლო დღეებში მინუს სამ გრადუსამდე დაიკლო. წვიმა თოვლმა შეცვალა, რომელმაც უდაბნოს ბარხანები დაფარა.
“Al Arabiya”-ს ინფორმაციით, თოვლი ამ რაიონში უიშვიათესი მოვლენაა. ყველაზე მეტი ნალექი ქალაქ შაკრას და ტაბუკის მიდამოებში მოვიდა.
თოვლმა მრავალი საყოფაცხოვრებო პრობლემა შექმნა, ვინაიდან საუდის არაბეთის მოსახლეობა ასეთი კლიმატური სიურპრიზისთვის მზად არ იყო. გარდა ამისა, თოვლით ვერც ბავშვები ისიამოვნებენ, ისინი თოვლისგან სხვადასხვა ფიგურების გაკეთებას ვერ შეძლებენ, ვინაიდან ყურანი ნებისმიერი ცოცხალი არსების გამოსახულების შექმნას კრძალავს.