ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები, შესაძლოა, 9 აპრილს გაიმართოს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტი“ კანონპროექტს განიხილავს, რომლის დამტკიცების შემეთხვევაში, ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები მომავალი წლის 9 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც „სპუტნიკს“ ე.წ. პარლამენტის წევრმა, ოლესია კოჩიევამ განუცხადა, არჩევნები წინა “საპრეზიდენტო” არჩვენების მეორე ტურის დღეს უნდა გაიმართოს. ეს აპრილის მეორე კვირაა, ანუ 9 აპრილი.
კანონპროექტი ე.წ. პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები