სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, პაკ კინ ხემ განაცხადა, რომ ის მზად არის გადადგეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი მომავალი ბედი პარლამენტმა უდნა გადაწყვიტოს.
ტელემიმართვაში მან მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მზად არის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე ადრე გადადგეს.
რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის პროკურატურამ გაავრცელა პრეზიდენტის მეგობრის, ჩხვე სუნ სილთან დაკავშირებული წინასწარი გამოძიების ინფორმაცია, მას და კიდევ ორ პირს კორუფციაში, გამოძალვაში და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, ამ პირებმა სამხრეთ კორეის 50-მდე კომპანიას ჩხვე სუნ სილის მიერ კონტროლირებად ფონდში ათეულობით მილიონი დოლარის გადარიცხვა აიძულეს.