„ნასამ“ მარსის კოლონიზაციის შემდეგ მთავარი სამიზნე დაასახელა

„ნასას“ მეცნიერებმა მარსის კოლონიზაციის შემდეგ მზის სისტემის ობიექტი დაასახელეს, სადაც მომავალში მუდმივი დასახლების შექმნაა შესაძლებელი. ეს სატურნის თანამგზავრი ტიტანია. ამის შესახებ გამოცემა Scientific American იუწყება.
ტიტანი დედამიწის გარდა, ერთადერთი ობიექტია მზის სისტემაში, რომელსაც თხევადი ტბები გააჩნია, თუმცა ის წყლისგან არ შედგება. ასევე სატურნის თანამგზავრს, მარსისგან განსხვავებით მყარი ატმოსფერო აქვს, რომელიც 95%-ით აზოტისგან შედგება. გარდა ამისა, სატურნის მაგნიტური ველი ტიტანზე მყოფ სხეულებს კოსმოსური რადიაციისგან დაიცავს.
ატმოსფერული წნევა ტიტანზე 1,5-კერ აღემატება დედამიწის წნევას, რაც ამ ციურ სხეულზე გამგზავრებული ასტრონავტების სკაფანდრების შექმნას გაამარტივებს. ნახშირწყალბადების და ყინულის არსებობა ტიტანზე საწვავის პრობლემას მოხსნის. სადგურების ასაშენებლად „ნასას“ სპეციალისტებმა პლასტმასი აირჩიეს.
ერთ-ერთი სერიოზული წინააღმდეგობა ტიტანის კოლონიზაციისთვის არის დაბალი ტემპერატურა მის ზედაპირზე – მინუს 180 გრადუსი ცელსიუსით და დედამიწიდან საკმაო დაშორება – დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენი პლანეტიდან ტიტანზე ჩაფრენას 7 წელი დასჭირდება.
ტიტანი 62-დან სატურნის ყველაზე დიდი თანამგზავრია. ის მთვარეს დიამეტრში ერთნახევარჯერ და მასაში ორჯერ აღემატება. ტიტანის ატმოსფერი, ძირითადად აზოტისა და მეთანისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები