რუსეთში ცნობილი მოჭადრაკე გარდაიცვალა

ცნობილი საბჭოთა და რუსი მოჭადრაკე, დიდოსტატი მარკ ტაიმანოვი სანკტ-პეტერბურგში 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, ტაიმანოვი ბოლო თვენახევარი საავადმყოფოში მკურნალობდა.
ტაიმანოვი 1956 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. ის ორჯერ მონაწილეობდა მსოფლიო ჩერმპიონობისთვის ფინალურ ბრძოლაში, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.
ტაიმანოვი ცნობილია ასევე როგორც ჭადრაკის თეორეტიკოსი. მან საჭადრაკო დებიუტების თეორიაში დიდი წვლილი შეიტანა, ეს განსაკუთრებით ეხება „სიცილიურ დაცვას“ და „ნიმცოვიჩის დაცვას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები