ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო ჩრდილოეთ კორეაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

კუბის რევოლუციის ბელადის, ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
28-დან 30 ნოემბრის ჩათვლით ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება. ფიდელ კასტროს დაკრძალვაზე 4 დეკემბერს ფხენიანის ოფიციალური დელეგაცია გაემგზავრება.
აქამდე ჩრდილოეთ კორეაში მსგავსი პატივი მხოლოდ პალესტინის ავტონომიის ყოფილ მეთაურს იასირ არაფატს მიაგეს, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა.
ფიდელ კასტრო 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ის 90 წლის იყო. კასტროს გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა. როგორც ცნობილია, ის კუჭის სიმსივნით იყო დაავადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები