ირაკლი შოთაძე: კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დასკვნით ეტაპზეა

კრწანისის სამხედრო ბაზაზე მომხდარზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შესახებ გავრცელდება განცხადება.
„ამ ეტაპზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გუშაგი მოქმედებდა შიდა ინსტრუქციებით და შიდა ბრძანებების ფარგლებში. დანარჩენს რაც შეეხება, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება და ამის შესახებ გავრცელდება განცხადება“, – განაცხადა შოთაძემ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები