ირაკლი შოთაძე: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსების საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი

„20-ზე მეტ ქვეყანაში გაგზავნილია შუამდგომლობა, თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, არ გვაქვს უფლება, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების განთავსებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ჩავატაროთ“ – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში ატვირთულია სხვა ქვეყნებიდან და არა საქართველოდან.
„ამ საქმეზე საჯარო მოხელეები ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული და მათ მიმართ სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში კადრების გავრცელების შესახებ გამოძიებას, ეს გამოძიება გრძელდება. მესმის, რომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზოგადად მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს 20- ზე მეტი სამართლებრივი შუამდგომლობა გვაქვს გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში. თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, არ გვაქვს უფლება, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყანაში. ეს ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში ატვირთულია სხვა ქვეყნებიდან და არა საქართველოდან, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ სამართლებრივი შუამდგომლობების პასუხს, რომელთა მიღების შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“,-აღნიშნა შოთაძემ.
მთავარი პროკურორის განმარტებით, ვიდეოკადრები ატვირთულია მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა გამოძიების დასრულებამდე შოთაძე კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები