დიმიტრი ქუმსიშვილი: „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 212 პროექტია მხარდაჭერილი

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დადებითად შეაფასა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის, “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 212 პროექტი მხარდაჭერილია, როგორც ფინანსური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
“ჩვენ, ღია ბაზრის პირობებში, მცირე ხელშეწყობით, ყველანაირი პროტექციონიზმის გარეშე, რაც არის თავისუფალი ბაზრისა და ეკონომიკის ძირითადი ამოსავალი წერტილი, მოვახერხეთ, შეგვექმნა სტიმული, რათა ჩვენს მოქალაქეებს წარმოება საქართველოში დაეწყოთ. შემიძლია, ადგილობრივი ნაწარმის ჩამონათვალი მოგცეთ, რომელმაც იმპორტი ჩანაცვლა და ექსპორტზე გავიდა“. სახელმწიფოს მხრიდან პროგრამის, “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 212 პროექტი მხარდაჭერილია როგორც ფინანსური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. შექმნილია 450 მილიონზე მეტი ლარის საინვესტიციო შესაძლებლობა და 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი”,- აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები