დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს, საქართველოს მწარმოებელს გახსნილი აქვს მსოფლიოს მასშტაბით 3.7- მილიარდიანი ბაზარი

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ აზიის ბაზრებთან იმისთვის, რომ ინდუსტრიული სიმძლავრეების გადმოტანა სწორედ საქართველოში მოხდეს, – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, დღეს, საქართველოს მწარმოებელს გახსნილი აქვს მსოფლიოს მასშტაბით 3.7- მილიარდიანი ბაზარი.
მისივე თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უმსხვილეს კორპორაციებთან ჩინეთის, მათ შორის, შანხაისა და სხვა რეგიონებიდან, რათა მათ სწორედ საქართველოში გადმოიტანონ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები.
მისი თქმით, აღნიშნული საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რომ საკუთარი პროდუქცია ევროპასა და სხვა რეგიონების მიმართულებით გაიტანოს და ამით ქვეყანამ დამატებითი სავალუტო შემოსავალი მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები