მაკა ჩიჩუამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი” მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალთა უფლებების შესახებ პიესების კრებულს წარმოადგენდა.
„დღევანდელი პიესის კითხვა ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. პერსონაჟები ის ქალები არიან, რომლებმაც თავი დააღწიეს ამ მძიმე ხვედრს. ქალები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც შემდეგ თავად გახდნენ მებრძოლები სხვა ქალების დასახმარებლად და რომლებსაც საკმაოდ ეფექტურად გამოუვიდათ ეს საქმე. არაჩვეულებრივი ქალები, რომელთა გამომეტყველებაც კი ძალიან კარგად ასახავს იმ მდგომარეობას, საიდანაც ისინი გამოვიდნენ”, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილმა ქალბატონებმაც მიიღეს.
პროექტის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში”, შვედეთის ინსტიტუტი და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები