ცაგერის რაიონის საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაშში მდებარე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. ცცხლმა 400 – კვმ-მდე ფართობი გაანადგურა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარს ადგილზე 5 სახანძრო მანქანა ებრძოდა.
ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და ამ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდნარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები