გიორგი კვირიკაშვილი „ნაციონალებს“ – „თქვენ საქმით აკეთებდით ანტიდასავლურ საქმეს“

„თქვენ საქმით აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და ვერ მივიღებთ თქვენგან ამ კრიტიკას, სამწუხაროდ“, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო წევრებს, სადაც მთავრობის წევრების კანდიდატები საპარლამენტო უმცირესობას ხვდებიან.
„თქვენგან მიკვირს ამის პრეტენზიები, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებულად არის პროდასავლური და ყველაფერი ის, რაც თქვენი ხელისგან შეიქმნა ამ ქვეყანაში. მიკვირს თქვენი შემართება, ის მედია თავისუფლება, აბსოლუტურად დრამატული სურათი; ადამიანების უფლებების კუთხით კატასტროფული სურათი, ქონების მართვის მაჩვენებლები, რომლებითაც აბსოლუტურად ფსკერზე იყო ქვეყანა და ჩვენს პერიოდში 112 ქვეყნიდან 58 ადგილზე ავედით, თქვენი მხრიდან პრეტენზიები ჩვენ მიმართ, რომ ჩვენ თურმე სუსტ ნაბიჯებს ვდგამთ დასავლეთთან მიმართებაში, არის ძალიან გასაკვირი, რბილად რომ ვთქვა. თქვენ საქმით აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და ჩვენგან და საქართველოს მოსახლეობიდან იმსახურებთ აბსოლუტურად დამსახურებულ კრიტიკას. ამიტომ ვერ მივიღებთ თქვენგან ამ კრიტიკას, სამწუხაროდ,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები