ბაღათერ არაბულის ახალი კრებულის „ხევსურული საგის“ წარდგინება გაიმართება

5 დეკემბერს, 17 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ბაღათერ არაბულის ახალი პოეტური კრებულის – „ხევსურული საგის“  წარდგინება გაიმართება.
კრებული „მწიგნობარმა“ გამოსცა და მისი რედაქტორია ივანე ამირხანაშვილი.
როგორც „კვირას“ თავად პოეტმა განუცხადა, ეს მისი მე-14 ლექსების კრებულია და მოიცავს ლექსანდრეზებს, მითებს, ლეგენდებს, ხალხურ მოტივებზე შექმნილ ლექსებს. კრებულში დიდი ადგილი უკავია ხევსურულ მოტივს: „ხევსურეთს ამბად ნათქვამი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები