გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს

ქუთაისში, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს პირადად აცნობს.

გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს ხვდებიან, რის შემდეგაც მათი მოსმენა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.

26 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.

გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის შემადგენლობის განხილვა გუშინ პარლამენტის კომიტეტებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები