ეკა ტყემალაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება

26-27 ნოემბერს გაიმართება ეკა ტყემალაძის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში.
წარმოდგენილი იქნება ისრაელსა და გერმანიაში შექმნილი 24 ნამუშევარი.
გამოფენა 26 ნოემბერს, 18:00  საათზე გაიხსნება „ფაბრიკაში“ (ე. ნინოშვილის ქ.8).
როგორც ორგანიზატორებმა „კვირას“ განუცხადეს, გამოფენა 2 დღეს გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია ნამუშევრების შეძენა.
ლუდმილა ვაინშტეინი (ეკა ტყემალაძე)  1983 წელს უკრაინის ქალაქ ოდესაში დაიბადა. 1990 წელს იშვილა ქართველმა ოჯახმა და ჩამოიყვანა საქართველოში, ეკა ტყემალაძის სახელით. დაამთავრა “საქართველოს ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯი“ კბილის ტექნიკის სპეციალობით. 2012-2015 წლებში ცხოვრობდა ისრაელში, თელ-ავივში. 2015 წელს სწავლობდა ანიმაცია-მულტიმედიის კურსებზე, ისრაელში. 2016 წლიდან ცხოვრობს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში.
ეკა ბავშვობდან ხატავს. ადრეულ ასაკში, ძირითადად, ნატურმორტებსა და პეიზაჟებს ხატავდა. ამჟამად მის შემოქმედებაში დიდი ადგილი პოპ-არტის სტილში შესრულებულ სიუჟეტებს უკავია.  მონაწილეობა მიიღო რამდენიმე გამოფენაში ისრაელსა და გერმანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები