ეგვიპტეში მანქანის აფეთქების შედეგად რვა სამხედრო დაიღუპა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, ავტომობილის აფეთქების შედეგად 8 ეგვიპტელი სამხედრო დაიღუპა და 12 დაიჭრა. აფეთქება საკონტროლო-გამშვები პუნქტის სიახლოვეს მოხდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამი თავდამსხმელი სამხედროებმა მოკლეს, ხოლო რამდენიმემ მიმალვა მოახერხა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები