ისრაელში ტყის ხანძრების გამო ასობით ადამიანია ევაკუირებული – ვიდეო

ისრაელში ტყის ხანძრების გამო ასობით ადამიანია ევაკუირებული, ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ხანძარი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მძვინვარებს და მისი ჩაქრობა სამი დღის განმავლობაში ვერ ხერხდება.
ცეცხლი ქალაქ ჰაიფას მიუახლოვდა. ქარის გამო ალი სწრაფად ვრცელდება, იერუსალიმსა და თელ-ავივს შორის გზა დაკეტილია.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 35 ადამიანი, ისინი ძირითადად ბოლით მოიწამლნენ, მძიმედ დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ადგილობრივი სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ტყეს განზრახ მოუკიდეს. პოლიციამ ცეცხლის გაჩენაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი უკვე დააკავა.

15175595_1301789123176911_92249866_n

15207958_1301773899845100_1709432561_n

15211505_10207332531303150_392007108_n
15218195_10207332531343151_1020959734_n

15218665_1301789646510192_417748622_n

15207807_1301790496510107_213662247_n

15218580_1301789363176887_850744417_n

15211743_1301788869843603_316630385_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები