პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
ეს კანდიდატები არიან: არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია, მურთაზ კიკორია, რომელიც ეროვნულ ბანკში მუშაობდა ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და რობერტ სინგლეკარი.
„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის დეკემბერში საბჭოს წევრობის ვადა ეწურება საბჭოს სამ მოქმედ წევრს. ესენი არიან: არჩილ მესტვირიშვილი, ოთარ ნადარაია და ლაშა ჯუღელი. იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის ფუნქციონირება არ შეფერხებულიყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საბჭოს წევრობის სავარაუდო კანდიდატები შესთავაზა. პრეზიდენტმა განიხილა ეს კანდიდატები და სამივე შეთავაზებულ კანდიდატს მხარი დაუჭირა“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები