პუტინი:  რუსეთის საზღვრები არსად სრულდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების დაჯილდოვების ცერემონიაზე განაცხადა, რომ „რუსეთის საზღვრები არსად სრუდლება“. პუტინმა ცერემონიაზე მისულ ბავშვებს, რომლებიც გეოგრაფიის კონკურსების და ოლიმპიადების გამარჯვებულები არიან, გეოგრაფიის მოკლე გამოცდა ჩაუტარა. გეოგრაფიული საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ პუტინია.
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებაა. ის 1845 წელს შეიქმნა. 2009 წლიდან გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები