კახა კალაძე: ხუდონჰესის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს

 “ხუდონჰესის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს“,- ამის შესახებ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხუდონჰესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტია, რომელიც ქვეყანას, ენერგეტიკის გარდა, დამატებით ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტია და მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუმცა ვიცით, რომ ამ პროექტს აქვს გარკვეული პრობლემები და ეს პრობლემები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უნდა გადაწყდეს. ჩვენ ვაპირებთ რამდენიმე ხანში გეგმა და ხედვა წარმოვადგინოთ ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილიც თანხვედრაში იქნება ჩვენს სურვილთან, რომ განხორციელდეს ეს პროექტი. გარდა იმისა, რომ ამ პროექტის განხორციელებით ენერგეტიკულად ვიძენთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ასევე, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც, რადგან სამუშაო ადგილები იქმნება როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მშენებლობის დასრულების შემდეგაც და ეს უკვე მუდმივი სამუშაო ადგილები იქნება. ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად ყველაფერი იქნება გაკეთებული ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები