ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების შეჩერებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტმა მხარი დაუჭრია რეზოლუციას ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების შეჩერების შესახებ. ამის მიზეზად თურქეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა სახელდება.
კენჭისყრამდე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ თუ თურქეთის ხელისუფლება სიკვდილით დასჯის საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ანკარას არც ევროკავშირის, არც ევროსაბჭოს წევრობა არ სურს.
ბრიუსელში არაერთხელ; განაცხადეს, რომ ანკარის ქმედება ევროკავშირში მის გაწევრიანების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ ევროკავშირმა უარყოფითად შეაფასა სამოქალაქო თავისუფლების, ადამიანის უფლებების და სიტყვის თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობა. ასევე შეფასებებში აღნიშნულია, რომ ანკარა არაფერს აკეთებს, რათა კანონმდებლობა ევროპულ ნორმებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას თურქეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები