„თავისუფალი დემოკრატები“ ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, “საიას” თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით სარჩელს 17.00 საათზე შეიტანს.

საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 22 ნოემბრის N 221/2016 განკარგულებას, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი დაფინანსების ოდენობები განისაზღვრა. „თვისუფალი დემოკრატები“ და “საია” განკარგულების გაუქმებამდე მისი მოქმედების შეჩერებასაც ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში ”მრეწველებმა” ფრაქცია შექმნეს. ფრაქციის შექმნით, პარტია ”მრეწველები” ბიუჯეტიდან საპარლამენტო ფრაქციის თანხას – 300 ათას ლარს მიიღებს. აღნიშნულ თანხას დაემატება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან მისაღები დაფინანსება და მოხდება მათი შეკრება. ამ გზითა და სქემით ”მრეწველები” სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 536 ათას ლარს მიიღებენ და ცესკოში წევრს დანიშნავენ. შედეგად, ცესკოში ადგილს პარტია ”თავისუფალი დემოკრატები” დაკარგავს, რადგან მას დაფინანსების ოდენობით ”მრწეველები” აჯობებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები