რუსეთის უშიშროების სამსახური ყირიმში კიდევ ერთი უკრაინელი ჯაშუშის დაკავების შესახებ აცხადებს

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ყირიმში შავი ზღვის ფლოტის ყოფილი მოსამსახურის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამ ცნობების მიხედვით, ის რუსეთის ფლოტის შესახებ საიდუმლო მასალებს აგროვებდა და უკრაინული დაზვერვის დავალებას ასრულებდა. ჯაშუში ქალაქ სევასტოპოლში დააკავეს.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლით აღძრა, რომელიც 12-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები