გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი უახლოეს მომავალში წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს

გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლი უახლოეს მომავალში წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს.
შესაბამისი განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
”ეს ტერიტორია რომ უკონტროლოა, ახალი არ არის თქვენთვის. მიმდინარეობს ამ მიმართულებით პროცედურები და შედეგებს დაველოდოთ”, –  მიმართა მღებრიშვილმა დეპუტატებს.
გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები