ევროპარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი ახალი წლიდან თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც შულცმა განაცხადა, ის მესამე ვადით თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭისყრას არ აპირებს. შულცმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიდან საარჩევნო სიის სათავეში იქნება.
მარტინ შულცი ევროპარლამენტის დეპუტატია 1994 წლიდან და ამ ორგანიზაციას 2012 წლის 17 იანვრიდან ხელმძღვანელობს.
პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2017 წელს გაიმართება, შულცი ანგელა მერკელის მთავარი კონკურენტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები