რამდენიმე კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა ცოტა ხნის წინ გამოუცხადეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა 10 ხმით, 2-ის წინააღმდეგ; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა – 10 ხმით, 1-ის წინააღმდეგ; საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 7 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, ხოლო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 11 ხმით, 3 წინააღმდეგ.
აღნიშნული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის, ასევე, შს, იუსტიციის, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები