თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობას“-გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს

“გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც აპირებდა გვირაბის საშუალებით საქართველოსთან კავშირის დამყარებას”, – ასე მიმართა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს.
ამასთან, წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.
„მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ აქ წარმოდგენილი წევრების გადაწყვეტილებას, შემოსულიყვნენ საქართველოს პარლამენტში. ეს არ იყო ის, რაც მოვისმინე არჩევნების ღამეს ცესკოსთან გამართულ ომახიან მიტინგზე. გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას და გილოცავთ, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც აპირებდა გვირაბის საშუალებით საქართველოსთან კავშირის დამყარებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები