ქართული მხარე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებულთან დაკავშირებით, რომელიც მიმალვაშია, ინტერპოლს მიმართავს

საქართველოს შინაგან მინისტრობის კანდიდატის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ქართული მხარე გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებულთან დაკავშირებით, რომელიც მიმალვაშია, უახლოეს მომავალში ინტერპოლს მიმართავს.
შესაბამისი კომენტარი მღებრიშვილმა რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
”დადგენილია პირები, რომლებიც მიცემულნი არიან პასუხისგებაში. ერთ-ერთი მათგანი არის დაკავებული, ერთზე გამოცხადებულია ძებნა. მას არ უფიქსირდება საზღვრის კვეთა და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცედურები. უახლოეს პერიოდში მასზე ინტერპოლსაც მიეწოდება შესაბამისი ინფორმაცია”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები