ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში საერთო ჯამში დონალდ ტრამპზე 2 მილიონით მეტი ხმა მიიღო

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ დადგინდა, რომ „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა საერთო ჯამში დონალდ ტრამპზე 2 მილიონით მეტი ხმა მიიღო. მიუხედავად ამისა, კლინტონი არჩევნებში დამარცხდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტრამპმა შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის წყალობით  გაიმარჯვა. არჩევნების შედეგები აქ თითოეულ შტატში ცალ-ცალკე ითვლება და ყველა შტატს გარკვეული რაოდენობის წარმომადგენლის არჩევის უფლება აქვს. ტრამპმა ამერიკის იმ შტატებში მოიგო, რომლებსაც წარმომადგენლების განსაკუთრებით დიდი კვოტა აქვს.
ბოლო ინფორმაციით, ტრამპს საერთო ჯამში 62, 2 მილიონმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო კლინტონს – 64,2 მილიონმა. აშშ-ის ისტორიაში მეხუთედ მოხდა, როდესაც კანდიდატი, რომელიც საერთო ჯამში მეტი ამომრჩევლის ხმას იღებს, არჩევნებში მარცხდება.
ამ შედეგის გამო ტრამპის ოპონენტებს საფუძველი გაუჩნდა, რომ ტრამპის გამარჯვება და, საერთოდ, ამერიკის საარჩევნო სისტემა ეჭვქვეშ დააყენონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები