სასჯელაღსრულების სამინისტრო აღკვეთის ღონისძიების ახალი წესის შემოღებას აპირებს

სასჯელაღსრულების სამინისტრო აღკვეთის ღონისძიების ახალი წესის შემოღებას აპირებს. ინიციატივივა სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გაახმაურა.
როგორც კახიშვილმა განმარტა, აღკვეთის ღონისძიების ახალი ფორმა – შინაპატიმრობა და საპრობაციო აღკვეთის ღონისძიებაა.
”ჩვენ ვმუშაობთ აღკვეთის ღონისძიების ახალ ფორმაზე. ეს არის შინაპატიმრობა და საპრობაციო აღკვეთის ღონისძიება. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხოლოდ ორი ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახეა, რომელიც გამოიყენება სასამართლოს მიერ – გირაო და პატიმრობა. აქედან გამომდინარე, სხვა ალტერნატიული, უფრო მეტად ეფექტური აღკვეთის ღონისძიების არ არსებობის შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება პატიმრობა, ამიტომ შორს წავედით და შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას იმისთვის, რომ შევამციროთ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა”, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები