დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოში უნდა აიკრძალოს სუბკულტურა და საფრთხის შემცველი სექტები, რომლების რყვნიან და მკვლელებად აქცევენ მომავალ თაობებს

“ის, რაც ვიხილეთ რიტუალური მკვლელობის სახით, განგაშის ზარებისა და განრისხების საფუძველს უნდა გვაძლევდეს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძე ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას სთავაზობს და მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდაციებით გამოდის.
ლორთქიფანიძე რამდენიმე სექტის აკრძალვის აუცილებლობის ინიციატივით გამოდის.
„საქართველოში უნდა აიკრძალოს სუბკულტურები და საფრთხის შემცველი სექტები, რომლებიც რყვნიან და მკვლელებად აქცევენ მომავალ თაობებს. არის რაღაც სექტები, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის ან სხვა შემთხვევების დროს სისხლის გადასხმას კრძალავს, ამ ყველაფერმა შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
ის, რაც სამგორის რაიონში სულ ახლახანს მოხდა, სერიოზულად უნდა გვაფიქრებდეს.
ხელისუფლებას მოვუწოდებ, დავჯდეთ სადისკუსიო მაგიდასთან და ვიმსჯელოთ ტოტალური ორგანიზაციებისა და სექტების გაუქმების საკთხზე.
დავიწყოთ დისკუსიით ეს ყველაფერი, გარდა იმისა, რაც მოხდა, საყურადღებოა ისიც, რომ ამ სექტებს ფინანსები სჭირდებათ, ასეთი სუბკულტურები ქვეყანაში არ იბადება, ეს შემოდის იმპორტის სახით და ცხადია, აქ ერთეულ პიროვნებებთან არ გვაქვს საქმე .
იმას, რასაც წლების წინ ფანტასტიკის სფეროდ აღვიქვამდით, გახდა რეალობა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები