ინგუშეთში სპეცოპერაციის დროს ორი რუსი სპეცრაზმელი დაიღუპა

ინგუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სპეცოპერაცია ქალ;აქ ნაზრანში ჩატარდა. სპეცრაზმელები  ღონისძიებებს ატარებდნენ  „ბოევიკების“ წინააღმდეგ, რომლებიც ერთ-ერთ სახლში იყვნენ გამაგრებულები.
„ინტერფაქსის“ ცნობით, „ბოევიკებს“ დანებება შესთავაზეს, მაგრამ მათ ცეცხლი გახსნეს. ორი სპეცრაზმელი დაიღუპა. ბოევიკები საპასუხო ცეცხლით გაანადგურეს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, მშვიდობიან მოსახლეობაში არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები