დიმიტრი ლორთქიფანიძე: რუსეთი გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევით კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს კავკასიაში სამხედრო გავლენის მოსაპოვებლად

რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დილემის წინაშე აყენებს გალის რაიონის ქართველ მოსახლეობას“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც კავკასიაში რუსული სამხედრო შენაერთების გაძლიერებას ეხება. ლორთქიფანიძის განცხადებით, გალის ქართული მოსახლეობა ორი „ცუდი“ არჩევანის წინაშე დგას.
„გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევის ინიციატივა გალის ქართულ მოსახლეობას დილემის წინაშე აყენებს. ხალხი ან უნდა დათანხმდეს და ჩაერთოს ამ პროცესში ან ლტოლვილად იქცეს საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე. რუსეთმა უკვე გააფორმა ახალი საჯარისო შეთანხმების ხელშეკრულება სომხეთთანაც, რაც, არაა გამორიცხული, რომ კავკასიაში მთლიანი სამხედრო გავლენის მოპოვებას ემსახურებოდეს, ამას კი შეიძლება ჰქონდეს უფრო შორს მიმავალი გეგმები და მიმართული იყოს სირიისკენ. მსოფლიო პოლიტიკას მარტო ამერიკა არ განკარგავს, ეს უკვე ცხადია“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები