კახა კახიშვილი: უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გათავისუფლების წესები იცვლება

“უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, სასამართლოს, სასჯელის განსაზღვრის მოთხოვნით, 20 წლის სასჯელის მოხდის შემდეგ მიმართონ”, – ამის შესახებ, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას, სასჯელაღსრულების მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.
გარდა ამისა, მინისტრმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო დონეზე განსახორციელებელ ცვლილებებს. მისი თქმით, საკანონმდებლო სიახლეები პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას შეეხება .
კახიშვილის მტკიცებით, იმ ადამიანებს,რომლებსაც უმაღლესი განათლების მიღების სურვილი ექნებათ და იქნებიან დაბალ რისკში,   საშუალება მიეცემათ განათლება  დისტანცირებულად მიიღონ.
„უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გათავისუფლების წესები იცვლება.  სასჯელის 20 წლის მოხდის შემდეგ, მათ მიეცემათ საშუალება, მიმართონ სასამართლოს სასჯელის განსაზღვრის მოთხოვნით. ასევე, იგეგმება საკანონმდებლო სიახლეები, რომელიც შეეხება პატიმრებისთვის უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას. იმ ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ სურვილი უმაღლესი განათლების მიღებისა და იქნებიან დაბალ რისკში,  საშუალება მიეცემათ, განათლება მიიღონ დისტანცირებულად.
ასევე, პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახის შინაპატიმრობა – ვინაიდან ჩვენ შევიძინეთ სერვერი და სამაჯურები, გვინდა, რომ გავაფართოოთ ეს სერვერი და  უფრო მეტად ისეთი ტიპის სასჯელები დავნერგოთ, რომელიც არ იქნება დაკავშირებული, ერთი მხრივ პატიმრობასთან, მეორე მხრივ, მოგვეცემა საშუალება, ჩვენც და სამართალდამცავ სისტემასაც, აკონტროლოს კრიმინოგენური ვითარება ქვეყანაში“, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები